2. პროექტის მთავარი იდეა: მოზარდმა გააცნობიეროს და გაიაზროს თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება, რომ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გახდეს ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ეპოქაში ნარკომანია გახდა მოდური და მომხმარებლის ასაკმა ძალიან დაიწია.
4. პროექტის მიზნები: მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება ამ საშიში სენის დასაძლევად.
5. მონაწილეთა ასაკი: 14 – 17 წლის .
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოზარდი თაობა გააცნობიერებს და გაიაზრებს ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეს; დაკავდება ჯანსაღი ცხოვრების წესით; მოსწავლეთა უმრავლესობა უარს იტყვის არა მარტო ნარკოტoკის, არამედ სიგარეტის მოხმარებაზე: შეიქმნება ფოტო–ალბომი; მოეწყობა პრეზენტაცია ბლოგში შექმნილი მასალების მიხედვით.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოძღვარი, რეაბილიტირებული ნარკომანი, ექიმი–ნარკოლოგი, ფილმი, ბუკლეტები, პლაკატი.
9. სამუშაო ენა – ქართული.
10. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): მასალების მოძიება ინტერნეტში; დისკუსიების გამართვა; ნახატების შესრულება; ბლოგში განთავსება; ექიმ–ნარკოლოგის მოწვევა; მოძღვრის მოწვევა; რეაბილიტირებულ ნარკომანთან შეხვედრა; ფილმის ჩვენება; ფოტო–გამოფენის მოწყობა; სარეკლამო ბუკლეტების დამზადება.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული – მსჯელობის უნარის განვითარება; დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილობა; კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. უცხო–ენა – შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და თარგმნა უცხო ენაზე. საინფორმაციო ტექნოლოგიები – ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა; ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.
12. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/: თამარ ლაბაძე
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tlabadze14@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი: http://tlabadze14.blogspot.com/